რონალდინიო: ყველაზე მეტად საგოლე გადაცემის გაკეთება მიყვარს

AutoSharing Option
"ფლამენგოს" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რონალდინიომ იმაზე ისაუბრა, თუ რა მოსწონს ყველაზე მეტად ფეხბურთში. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ყველაზე დიდ სიამოვნებას მაშინ იღებს, როცა საგოლეს გადაცემას აკეთებს.

"ასეთი თამაშით ყოველთვის გამოვირჩეოდი. "ფლამენგოში" ხშირად მაქვს თავისუფალი ზონები, რომლებსაც საგოლე გადაცემების გასაკეთებლად ვიყენებ და ასევე გოლის გასატანადაც.

ვფიქრობ, ამისთვის მადლობა ჩვენ მწვრთნელს ვანდერლეი ლუშემბურგს უნდა გადავუხადო. ის ყოველთვის ცდილობს ჩემთვის მოედანზე შესაფერისი ადგილი მოძებნოს", - განაცხადა რონალდინიომ.

მომზადებულია O Globo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული