"კორიტიბა"-"ატლეტიკო პ". 1:1
გოლები: 1:0 ემერსონი (23), 1:1 ედილსონი (68)
შენიშვნა: ანდერსონ აკინო (კორიტიბა) სათადარიგო იყო.
"ამერიკა"-"ატლეტიკო გ." 1:2
გოლები: 1:0 ვილიან როჩა (28), 1:1 ჟუნინიო (70), 1:2 ჟუნინიო (77)
"ფლუმინენსე"-"ბოტაფოგო" 1:2
გოლები: 1:0 ფრედი (55), 1:1 ელკესონი (56), 1:2 ლუკასი (64)
"პალმეირასი"-"კორინთიანსი" 2:1
გოლები: 0:1 ემერსონი (18), 1:1 ლუანი (36), 2:1 ფერნანდაო (51)
"სანტოსი"-"სან პაულუ" 1:1
გოლები: 0:1 ლუკას სილვა (45), 1:1 განსო (80)
გაძევება: კარლინიოს პარაიბა (27. სან პაულუ)
"ფლამენგო"-"ვასკო და გამა" 0:0
გაძევება: ველინტონი (41. ფლამენგო)
"გრემიო"-"ინტერნასიონალი" 2:1
გოლები:
"სეარა"-"ბაია" 3:0
გოლები: 1:0 ტიაგო (16), 2:0 აზევედო (80), 3:0 ედმილსონი (90)
"ატლეტიკო მ."-"კრუზეირო" 1:2
გოლები: 0:1 მონტილიო (13), 1:1 ფილიპე (57), 1:2 მონტილიო (87)
"ფიგეირენსე"-"ავაი" 2:3
გოლები: 1:0 იგორი (19), 1:1 ლინკოლნი (38), 2:1 ჟულიო სეზარი (45), 2:2 ვილიამი (60), 2:3 ვილიამი (87)
თ მ ფ წ ბ ქ
1. კორინთიანსი 19 11 4 4 30-18 37
2. ფლამენგო 19 9 9 1 33-21 36
3. სან პაულუ 19 10 5 4 30-23 35
4. ვასკი და გამა 19 10 5 4 26-21 35
5. ბოტაფოგო 19 10 4 5 29-19 34
6. პალმერასი 19 8 8 3 25-14 32
7. კრუზეირო 19 8 3 8 26-20 27
8. ინტერნასიონალი 19 7 6 6 28-24 27
9. კორიტიბა 19 7 5 7 32-24 26
10. ფიგეირენსე 19 7 5 7 21-24 26
11. ფლუმინენსე 19 8 1 10 22-22 25
12. ატლეტიკო გ. 19 7 4 8 22-21 25
13. სეარა 19 7 4 8 27-28 25
14. სანტოსი 18 6 4 8 23-28 22
15. გრემიო 18 5 6 7 18-23 21
16. ბაია 19 4 8 7 21-27 20
17. ატლეტიკო პ. 19 4 6 9 20-28 18
18. ავაი 19 4 5 10 21-40 17
19. ატლეტიკო მ. 19 4 3 12 24-38 15
20. ამერიკა 19 2 7 10 22-37 13
ბომბარდირები: 12 - ბორჟესი (სანტოსი); 10 - რონალდინიო (ფლამენგო), მონტილიო (კრუზეირო); 8 - ლეონარდო დამიაო (ინტერნასიონალი), ელკესონი (ბოტაფოგო), დეივიდი (ფლამენგო), რაფაელ მოურა (ფლუმინენსე).
მომდევნო ტური
გვიან დასრულდა: "ვასკო და გამა"-"სეარა", "კორინთიანსი"-"გრემიო", "ატლეტიკო გ."-"კორიტიბა", "ატლეტიკო პ."-"ატლეტიკო მ", "კრუზეირო"-"ფიგეირენსე", "ავაი-ფლამენგო", "ბოტაფოგო-პალმეირასი", "ინტერნასიონალი-სანტოსი", "სან პაულუ"-"ფლუმინენსე".
1 სექტემბერი: "ბაია"-"ამერიკა"
ბრაზილიის ჩემპიონატში პირველი წრე დასრულდა, რომელიც "კორინთიანსმა" 37 ქულით მოიგო, მიუხედავად ბოლო ტურში წაფორხილებისა. ტურის მატჩში "პალმეირასმა" ლიდერს 2:1 მოუგო. "ვერდაო" ამ მოგებით საჩემპიონო რბოლაში დაბრუნდა.
ანგარიში მასპინძელთა მეკარე მარკოსის შეცდომის წყალობით გაიხსნა, ემერსონის დარტყმისას მან ორიენტაცია დაკარგა. ტაიმის მიწურულს მეორე მეკარის შეცდომის დრო დადგა, ჟულიო სეზარმა ბურთი ხელებში ვერ შეიჩერა და ლუანმა გაათანაბრა. 51-ე წუთზე ნამდვილი შედევრი შექმნა "პალმეირასის" კაპიტანმა მარკოს ასუნსაომ, რომელმაც მცველთა ზურგსუკან მიაწოდა დიდებული პასი ფერნანდაოს, შეცვლაზე შესულმა ფორვარდმა კი გამარჯვების გოლი შეაგდო.
"კორინთიანსმა" ბოლო პერიოდში მკვეთრად მოუკლო, სულ ახლახან ლიდერს წაგება არ ჰქონდა, ახლა კი უკვე 4 დაუგროვდა.
ლიდერის წაფორხილებით კი ვერ ისარგებლეს "ფლამენგომ" და "სან პაულუმ". "ფლამ" "ვასკო და გამასთან" დერბი 0:0 დაასრულა, ხოლო "სან პაულუმ" ბოლო წუთებზე გაუშვა გამარჯვება "სანტოსთან" მატჩში.
სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია დიდებული დერბი "გრემიოსა" და "ინტერნასიონალს" შორის. "გრემიომ", რომელსაც ურიგო შემადგენლობა არ ჰყავს, მაგრამ შედეგებით ვერ დაიკვეხნის, 2:1 მოუგო "ინტერს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"