რობინიო ბრაზილიის ნაკრებს ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი რობინიო განასთან ამხანაგურ შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს.

"მილანის" ფეხბურთელს ძვლის ანთება აქვს, რის გამოც რობინიო ბრაზილიის ნაკრებს განასთან ამხანაგურ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ასევე ბრაზილიელმა შესაძლოა "ლაციოსთან" მატჩიც გამოტოვოს.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მანო მენეზმა განაცხადა, რომ რობინიოს მაგივრად სხვა ფეხბურთელის გამოძახებას არ აპირებს, რადგან კიდევ 5 თავდამსხმელი ჰყავს- რონალდინიო, პატო, ნეიმარი, ჰალკი და ლეანდრო დამიაო.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული