24 წლის არგენტინელი როსარიოში დაიბადა, სადაც "ნიუელს ოლდ ბოისის" საწვრთნელი ბაზა მდებარეობს და სანამ "ბარსელონაში" გადავიდოდა, 8-დან 13 წლამდე მის აკადემიაში ემზადებოდა.
"ჯერ კიდევ მაშინ, როცა პატარა ბიჭი ვიყავი, "ნიუელს ოლდ ბოიზის" რიგებში არგენტინის ლიგაში თამაშზე ვოცნებობდი. ნამდვილად მსურს გამოვცადო, რას ნიშნავს ამ გუნდში თამაში. ბავშვობაში ყოველთვის გვიან ვიძინებდი, რათა ტელევიზორში მათი მატჩებისთვის მეყურებინა", - განაცხადა მესიმ.
მომზადებულია ESPN-ის მიხედვით