მესი: "ნიუელს ოლდ ბოისში" თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ აღიარა, რომ არგენტინაში დაბრუნებაზე ოცნებობს, რათა "ნიუელს ოლდ ბოისში" ითამაშოს.

24 წლის არგენტინელი როსარიოში დაიბადა, სადაც "ნიუელს ოლდ ბოისის" საწვრთნელი ბაზა მდებარეობს და სანამ "ბარსელონაში" გადავიდოდა, 8-დან 13 წლამდე მის აკადემიაში ემზადებოდა.

"ჯერ კიდევ მაშინ, როცა პატარა ბიჭი ვიყავი, "ნიუელს ოლდ ბოიზის" რიგებში არგენტინის ლიგაში თამაშზე ვოცნებობდი. ნამდვილად მსურს გამოვცადო, რას ნიშნავს ამ გუნდში თამაში. ბავშვობაში ყოველთვის გვიან ვიძინებდი, რათა ტელევიზორში მათი მატჩებისთვის მეყურებინა", - განაცხადა მესიმ.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული