გაძევება: ბასტია (72. კოლონი), კილესი (90. კოლონი)
"ტიგრე"-"ბანფილდი" 1:0
გოლი: 1:0 ეჩევერია (31)
"სან ლორენსო"-"ბელგრანო" 0:1
გოლი: 0:1 მანსანელი (39)
გაძევება: ფარე (82. ბანფილდი)
"არსენალი"-"გოდოი კრუსი" 1:2
გოლები: 0:1 ნავარო (53), 0:2 რამირესი (90), 1:2 ობოლო (90)
"ოლ ბოისი"-"რასინგი" 0:0
გაძევება: მარტინესი (72. რასინგი)
"ლანუსი"-"ესტუდიანტესი" 2:1
გოლები: 1:0 რეგეირო (13), 1:1 მ. გონსალესი (28), 2:1 რომერო (29)
"სან მარტინი"-"არხენტინოსი" 0:0
"სანტა ფე"-"ატლეტიკო" 0:1
გოლი: 0:1 კარდენასი (18 ს.კ.)
გაძევება: კარდენასი (87)
"ინდეპენდიენტე"-"ბოკა ხუნიორსი" 0:1
გოლი: 0:1 სკიავი (49)
"ოლიმპო"-"ველესი" 2:1
გოლები: 1:0 როლე (11), 1:1 ფრანკო (40), 2:1
თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 5 4 0 1 9-5 12
2. ბოკა 5 3 2 0 7-1 11
3. ლანუსი 5 3 2 0 4-1 11
4. რასინგი 5 2 3 0 5-1 9
5. ტიგრე 5 2 2 1 5-4 8
6. კოლონი 5 2 2 1 4-4 8
7. ველესი 5 2 1 2 6-4 7
8. სან ლორენსო 5 2 1 2 6-4 7
9. გოდოი კრუსი 5 2 1 2 5-7 7
10. სან მარტინი 4 1 3 0 4-3 6
11. ბელგრანო 5 1 3 1 5-5 6
12. ნიუელსი 5 1 3 1 4-4 6
13. ოლ ბოისი 5 1 3 1 4-4 6
14. ოლიმპო 5 1 2 2 4-6 5
15. სანტა ფე 5 1 2 2 3-6 5
16. არსენალი 5 1 1 3 5-6 4
17. ინდეპენდიენტე 4 1 1 2 1-2 4
18. არხენტინოსი 5 0 4 1 3-5 4
19. ესტუდიანტესი 5 0 2 3 3-7 2
20. ბანფილდი 5 0 0 5 0-8 0
ბომბარდირები: 3 - განდინი (ატლეტიკო), გუტიერესი (რასინგი), მატოსი (ოლ ბოისი), რამირესი (გოდოი კრუსი).
მომდევნო ტური
8 სექტემბერი: "ინდეპენდიენტე"-"სან მარტინი".
9 სექტემბერი: "ატლეტიკო"-"ნიუელსი", "კოლონი"-"სან ლორენსო".
10 სექტემბერი: "გოდოი კრუსი"-"ოლ ბოისი", "ესტუდიანტესი"-"ტიგრე", "რასინგი"-"ოლიმპო".
11 სექტემბერი: "ბანფილდი"-"არსენალი", "ბელგრანო"-"ინდეპენდიენტე", "ბოკა ხუნიორსი"-"სან მარტინი", "ველესი"-"სანტა ფე".
12 სექტემბერი: "არხენტინოსი"-"ლანუსი".
ტურის მოვლენები
რაფაელას "ატლეტიკომ" თუნდაც ერთი ტურით, მაგრამ გაიხანგრძლივა ლიდერობა - ეს კი დებიუტანტისთვის დიდებული შედეგია. დიახ, კალენდარი ჯერჯერობით უღიმის "ატლეტიკოს", მაგრამ მათ თავკაც კარლოს ტრულეტსაც ნუ დავუკარგავთ დამსახურებას.
"ინდეპენდიენტეს" მარცხს "ბოკა ხუნიორსთან", რასაც მასპინძელთა თავკაცის, ანტონიო მოჰამედის გადადგომა მოჰყვა. "ინდე" მოჰამედის თავკაცობით კიდევ მოუმატებდა, მაგრამ ასეთი არასტაბილური თამაშით გუნდი მაინც ვერ წავიდოდა შორს. ეს "ბოკასთან" მატჩშიც კარგად გამოჩნდა.
რა იქნება შემდეგ? ამბობენ, ანხელ კაპა ჩაუდგება გუნდს სათავეშიო, რომელიც ბოლოს "რივერ პლეიტში" და "ხიმნასიაში" წარუმატებლად მუშაობდა.
კრიზისი უდგათ "ველეს სარსფილდსა" და "ესტუდიანტესს", სამაგიეროდ, პირველად მოიგეს "ბელგრანომ" და "ოლიმპომ". აი, "ბანფილდის" თავს რაც ხდება იმას კრიზისიც აღარ ჰქვია - გუნდმა აპერტურას ყველა მატჩი წააგო. იმედია, ლავოლპე რამეს შეცვლის გუნდში, თორემ ეს უკვე აღარ არის საინტერესო.
მოედანს 6-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა ჯოვანი მორენო, "რასინგის" შესანიშნავმა "ენგანჩემ" მყესები გაიწყვიტა და ნახევარი წელიწადი ლაზარეთში გაატარა. ახლა დიეგო სიმეონე დიდი დილემის წინაშეა, მას არ უყვარს სუფთა გამთამაშებლით თამაში, მაგრამ მორენო არ დააყენო, ნიშნავს სამკვდროდ გადაეკიდო "რასინგის" ფანებს.
ტურის ციფრები
სამი ნულოვანი ფრე და სულ 13 გოლი! ასეთი ცუდი ტური გამოდგა აპერტურაში. ერთადერთი "არსენალისა" და "გოდოი კრუსის" შეხვედრამ გაამართლა. ტურის გმირი კი გოდოი კრუსელი ლეანდრო კარუსოა. "უდინეზეს" ფეხბურთელი (ისევ იტალიური კლუბის საკუთრებაა) ორი საგოლე პასით გამოირჩა.
ტურის გოლები
მარიო რეგერიო, სილვიო რომერო, სესარ მანსანელი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"