"სანტოსი" ნეიმარის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს

AutoSharing Option
"სანტოსი" ბრაზილიის ნაკრების ერთერთ ყველაზე ნიჭიერ ფორვარდთან ნეიმართან კონტრაქტის გაგრძელებას გეგმავს. კლუბმა 19 წლის ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულების ვარიანტი უკვე მოამზადა. შეგახსენებთ, ზაფხულში ნეიმარს ხელში ჩაგდებას სხვადასხვა ევროპული კლუბები ცდილობდნენ. განსაკუთრებით ხშირად საუბარი "რეალის" ვარიანტზე იყო.

"გვსურს, რომ ნეიმარი კლუბში დარჩეს და ამისთვის რაც შესაძლოა ყველაფერს გავკეთებთ. ახალი კონტრაქტის დეტალების გახმაურებას ჯერეჯრობით არ ვაპირებთ. ამასთან, თუ მოთამაშე წასვლას მაინც გადაწყვეტს, ისღა დაგვრჩება, რომ მის გადაწყვეტილებას პატივისცემით მოვეკიდოთ", - განაცხადა "სანტოსის" პრეზიდენტმა ლუის რიბეირუმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული