რონალდო კიდევ ერთი გამოსამშვიდობებელი შეხვედრის ჩატარებას აპირებს

AutoSharing Option
ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რონალდომ, რომელმაც პროფესიონალური კარიერა ბრაზილიისა და რუმინეთის (1:0) ნაკრებების შეხვედრით დაასრულა, არ გამორიცხავს, რომ გამოსამშვიდობებ მატჩს "კორინთიანსის" შემადგენლობაში ჩაატარებს. რონალდო "კორინთიანსში 2009-2010 წლებში გამოდიოდა.

"ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა ჩემთვის რთული არ იქნება კიდევ ერთი გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ჩავატარო და "კორინთიანსის" გულეშემატკივრებს მადლობა გადავუხადო", - განაცხადა რონალდომ.

რონალდომ კარიერის განმავლობაში 518 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 352 გოლი გაიტანა.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული