შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა საუბრობდა, თითქოს ბატისტა ნაკრებში მოწვევის სანაცვლოდ ქრთამს იღებდა.
"დავიღალე უკვე ჩემ მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების მოსმენით. არაფრის თქმას არ ვაპირებ, ყველაფერს ჩემი ადვოკატები გადაწყვეტენ. ადრე მარადონას სიტყვებს სერიოზულად არ ვიღებდი, თუმცა უკვე მოთმინება აღარ მყოფნის. არ მესმის, რატომ ავრცელებს ასეთ ჭორებს, ყველაფერი სასამართლოში გადაწყდება", - განაცხადა ბატისტამ.
მომზადებულია ESPN-ის მიხედვით