"ვასკუს" ტრიუმფი

AutoSharing Option
ბოლო 17 ტურში პირველად ბრაზილიაში ლიდერი შეიცვალა - დღეიდან, პირველი "ვასკუ და გამაა". ახალმა ლიდერმა ეს შინ "გრემიოს" 4:0 განადგურებით შეძლო.

ძალიან მაგრად ითამაშა ნახევარმცველმა დიეგო სოუზამ. მის ანგარიშზე გოლი და ორი საგოლე პასია. "ვასკუს" პროგრესი თვალშისაცემია, არადა, ეს გუნდი მხოლოდ შარშან დაბრუნდა ელიტაში.

ახლა "ვასკუ" ჩემპიონობისთვის იბრძვის, ბრაზილიის თასის მფლობელს შეუძლია ლიბერტადორესის თასის საგზურზე (ანუ ოთხეულში მოხვედრაზე) აღარ იფიქროს, გარისკოს და მაქსიმალური ამოცანა დაისახოს მიზნად.

რამდენად რეალურია ეს? რატომაც არა - "ვასკუს" ბრწყინვალე შემადგენლობა ჰყავს, განსაკუთრებით კი შუახაზში. რიოელებს
თავისუფლად შეუძლიათ ჩემპიონობისთვის ბრძოლა, რომელშიც მათ მთავარ კონკურენტად "სან პაულუ" გვესახება, რომელმაც ასეთივე ანგარიშით "სეარა" გაანადგურა.

"ტრიკოლორმა" სტუმართა წინააღმდეგობა პირველი ტაიმის მიწურულს ორი გოლით გატეხა. მეორე ტაიმში "სეარა" ახალგაზრდა კაზემირომ და ვეტერანმა რივალდომ საბოლოოდ გაანადგურეს. განსაკუთრებით ბრწყინვალე 25 მეტრიდან კაზემიროს გოლი იყო.

"კორინთიანსი" ბოლო ორი თვე მხოლოდ იღბლისა და მეტოქეების წყალობით ინარჩუნებდა ლიდერობას. და აი, საოცრებები დასრულდა - მართალია, პორტუგალიის ნაკრებში ნათამაშებმა ლიედსონმა (მას ჩვენს კარშიც გაუტანია) მალევე დააწინაურა "კორინთიანსი", მაგრამ ამის შემდეგ "სანტოსმა" ინიციატივა იგდო ხელთ და მასპინძლებს სამი გოლი გაუტანა, ტრადიციულად თავი გამოიჩინა ჩემპიონატის ბომბარდირმა ბორჟესმა.

24 მატჩში 30 წლის ფორვარდმა უკვე 17 გოლი გაიტანა. არადა, შარშანდელი ბომბარდირი ჟონასი 19 გოლით გავიდა პირველ ადგილზე.

"ფლამენგომ" კვლავ ვერ იყოჩაღა, "რუბრო-ნეგროს" აგერ უკვე 9 ტურია არ მოუგია. ეს "ფლას" ისტორიაში ანტირეკორდია. ვანდერლეი ლუშემბურგუ გადადგომას სულაც არ აპირებს, "ბოტაფოგოსთან" ფრეს შემდეგ მან თქვა, რომ გუნდს კიდევ ცოტა დრო სჭირდება ფორმის პიკში შესასვლელად.

ატლეტიკო გ.-ატლეტიკო მ. 1:0
გოლი: 1:0 ვიტორ ჟუნიორი (61)

ვასკუ და გამა-გრემიო 4:0
გოლები: 1:0 ელტონი (4), 2:0 დიეგო სოუზა (34), 3:0 ედერ ლუისი (52), 4:0 ფაგნერი (61)

სან პაულუ-სეარა 4:0
გოლები: 1:0 ჟუანი (42), 2:0 პირისი (44), 3:0 კაზემირო (65), 4:0 რივალდო (72)

ბაია-ფლუმინენსე 3:0
გოლები: 1:0 სოუზა (28), 2:0 გუმი (61 ს.კ.), 3:0 სოუზა (71)
გაძევება: გუმი (70. ფლუმინენსე)

ატლეტიკო პ.-ფიგეირენსე 0:0

ავაი-პალმეირასი 1:1
გოლები: 1:0 ბატიშტა (5), 1:1 ჩიკო (41)
გაძევება: რივალდო (23. პალმეირასი), ჟერლეი (48. პალმეირასი), რაფაელ კოელიო (61. ავაი)

კორინთიანსი-სანტოსი 1:3
გოლები: 1:0 ლიედსონი (12), 1:1 ენრიკე (37), 1:2 ბორჟესი (53), 1:3 ჩიკაო (80 ს.კ.)
გაძევება: ენრიკე (66. სანტოსი)

ბოტაფოგო-ფლამენგო 1:1
გოლები: 1:0 აბრეუ (25), 1:1 ჟაელი (49)

კრუზეირო-ამერიკა 0:0

ინტერნასიონალი-კორიტიბა 1:1
გოლები: 1:0 ოსკარი (1), 1:1 ემერსონი (47)
შენიშვნა: ანდერსონ აკინო სათადარიგო იყო

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ვასკუ 24 13 6 5 37-27 45
2. სან პაულუ 24 13 5 6 39-28 44
3. კორინთიანსი 24 13 4 7 36-26 43
4. ბოტაფოგო 23 12 5 6 37-26 41
5. ფლუმინენსე 24 12 1 11 30-29 37
6. ფლამენგო 24 9 10 5 39-32 37
7. ინტერნასიონალი 24 9 9 6 40-31 36
8. პალმეირასი 24 8 11 5 30-24 35
9. კორიტიბა 24 9 6 9 40-30 33
10. ატლეტიკო გ. 24 9 6 9 30-27 33
11. სანტოსი 22 9 5 8 32-33 32
12. ფიგეირენსე 24 8 8 8 28-30 32
13. გრემიო 23 8 6 9 27-31 30
14. კრუზეირო 24 8 5 11 30-28 29
15. სეარა 24 7 6 11 30-41 27
16. ბაია 24 6 9 9 28-32 27
17. ატლერიკო მ. 24 7 3 14 30-41 24
18. ატლეტიკო პ. 24 5 8 11 24-36 23
19. ავაი 24 5 7 12 28-49 22
20. ამერიკა 24 3 10 11 30-44 19

ბომბარდირები: 17 - ბორჟესი (სანტოსი); 13 - ლეანდრო დამიაო (ინტერნასიონალი), 12 - რონალდინიო (ფლამენგო), მონტილიო (კრუზეირო).

მომდევნო ტური გვიან დასრულდა
ფლუმინენსე-ავაი, კორიტიბა-კრუზეირო, ამერიკა-სანტოსი, ბაია-ატლეტიკო პ., სან პაულუ-კორინთიანსი, ატლეტიკო მ-ფლამენგო, ფიგეირენსე-ინტერნასიონალი.

დღეს
პალმეირასი-სეარა, ვასკუ და გამა-ატლეტიკო გ, გრემიო-ბოტაფოგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული