ლათინური კალეიდოსკოპი

AutoSharing Option
ისევ ის ადრიანო
არა ადრიანოს საშველი არ იქნება: "კორინთიანსის" შლეგი ფორვარდი კვლავ დასაჯეს, ამჯერად, კლუბის ვარჯიშზე დაგვიანებისთვის. 29 წლის ფეხბურთელმა "ტიმაოს" ვარჯიშზე გვარიანად დააგვიანა, თუმცა მისი ბრალი ნაკლებად იყო - თვითმფრინავის რეისმა დაიგვიანა. მაგრამ კლუბში ეს მიზეზი არ ჩაუთვალეს გასასამართლებლად. ადრიანოს ხელფასის 10% დაუკავეს. სხვათა შორის, "ინტერისა" და "რომას" ყოფილ ფორვარდს ტრავმის გამო მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ ერთხელაც არ უთამაშია.

გოროსიტო არხენტინოსში ბრუნდება
"არხენტინოს ხუნიორსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია, რადგან "წითელი ხოჭოების" თავკაცმა პედრო ტრულიომ ბოლო ტურში მარცხის შემდეგ გადადგომა გამოაცხადა.
"ოლეს" ცნობით ტროლიოს 47 წლის ექტორ გოროსიტო შეცვლის, რომელსაც "რივერ პლეიტში" და ესპანურ "ხერესში" უმუშავია. გოროსიტო "არხენტინოს ხუნიორსს" უკვე ედგა სათავეში - 2007-2008 წლებში.

ნეიმარი ჩვენთვის გვინდაო
მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა 19 წლის ნეიმარისთვის ბრძოლაში - ბრაზილიური "კორინთიანსი". ამ კლუბის პრეზიდენტმა ანდრეს სანჩესმა განაცხადა, რომ მალე "კორინთიანსი" სენსაციურ შეთავაზებას გაუკეთებს "სანტოსს": "ჩვენ გვაქვს ნეიმარის შეძენის ფული, ეჭვიც არ შეგეპაროთ. ეს სულაც არ არის სიგიჟე, გაისად, ნეიმარმა შეიძლება, ჩვენთან ითამაშოს", - განუცხადა სანჩესმა "ლანსენეტს" ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული