მარიო ზაგალო: ბავშვებო ჯერ ნუ წახვალთ

AutoSharing Option

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდარულმა მწვრთნელმა მარიო ზაგალომ "სანტოსის" ორ გამორჩეულ ახალგაზრდას, ნეიმარსა და განზოს ურჩია, ჯერ არ იფიქრონ კლუბიდან წასვლაზე და ევროპაში კარიერის აწყობაზე. მას შემდეგ, რაც განზო და ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ახალმა თავკაცმა მანო მენეზესმა ეროვნულ ნაკრებში მიიწვია, არ წყდება ხმები მათი სავრაუდო ტრანსფერების შესახებ. ნეიმარის მომავალს "ჩელსის" უკავშირებენ, ხოლო განზოს "რეალში" ან "მილანში" მოხვედრას უწინასწარმეტყველებენ. "ვფიქრობ 17-18 წლის ასაკში ევროპაში სათამაშოდ წასვლა, ძალიან ნაადრევია. ფეხბურთელის უმთავრესი ბაზისი აქ უნდა ჩამოყალიბდეს და ევროპაში ის უნდა წავიდეს, როგორც ზრდასრული სპორტსმენი. ფინანსური

სხვაობის გამო ბიჭებს მუდამ წასასვლელად მიუწევთ გული, მაგრამ ნეიმარის ტანი ჯერ არ არის მზად იმ ფიზიკური დატვირთვების ასატანად, რაც მას პრემიერლიგაში ელის", - განაცხადა ზაგალომ.

თავად ნეიმარი ჯერ კიდევ ორჭოფობს: "წავალ თუ დავრჩები, ჯერ არ ვიცი. ძალიან ბევრი რამ არის გასარკვევი ჯერჯერობით. სამშობლოს მიტოვება ინგლისში სარეზერვო გუნდში სათამაშოდ ნამდვილად არ მიღირს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული