ეკვატორი "ბოკამ" მოიგო

AutoSharing Option
ოლიმპო-არსენალი 2:2
გოლები: 0:1 ლ. ლოპესი (39), 0:2 სელაია (48), 1:2 როლე (73), 2:2 როლე (76)

სან მარტინი-ატლეტიკო 2:1
გოლები: 0:1 განდინი (10), 1:1 ლანდა (53), 2:1 საავედრა (84)

ინდეპენდიენტე-ველესი 0:1
გოლი: 0:1 რამირესი (34)

ტიგრე-ოლ ბოისი 1:1
გოლები: 0:1 მატოსი (45), 1:1 მარტინესი (87)

სან ლორენსო-რასინგი 0:0

არხენტინოსი-ბოკა 0:0

ესტუდიანტესი-ბელგრანო 2:3
გოლები: 0:1 ფარე (10), 0:2 მანსანელი (44-პენ), 1:2 ვერონი (71-პენ), 1:3 გრანა (75), 2:3 საპატა (89)
გაძევება: ფარე (24. ბელგრანო)

სანტა ფე-ბანფილდი 1:0
გოლი: 1:0 ბარალესი (80)

ლანუსი-კოლონი 1:1
გოლები: 1:0 პერეირა (1), 1:1 პელეგრინო (76)

ნიუელსი-გოდოი
კრუსი 1:1
გოლები: 1:0 აკინო (36), 1:1 კასტილიონი (59)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბოკა 9 6 3 0 11-2 21
2. რასინგი 9 4 5 0 8-2 17
3. ლანუსი 9 4 4 1 10-4 16
4. ტიგრე 9 4 4 1 12-8 16
5. ბელგრანო 9 4 4 1 11-7 16
6. კოლონი 9 4 4 1 9-6 16
7. ატლეტიკო 9 5 1 3 14-11 16
8. გოდოი კრუსი 9 3 4 2 15-12 13
9. სანტა ფე 9 3 4 2 7-8 13
10. სან ლორენსო 9 3 2 4 10-11 11
11. ველესი 9 3 2 4 9-8 11
12. ინდეპენდიენტე 9 3 1 5 6-8 10
13. ოლ ბოისი 9 2 4 3 8-13 10
14. სან მარტინი 9 2 4 3 7-8 10
15. არსენალი 9 2 3 4 11-12 9
16. ნიუელსი 9 1 6 2 6-7 9
17. ოლიმპო 9 1 5 3 9-12 8
18. ესტუდიანტესი 9 1 2 6 10-17 5
19. არხენტინოსი 9 0 5 4 6-14 5
20. ბანფილდი 9 1 1 7 2-11 4

ბომბარდირები
: 5 - განდინი (ატლეტიკო), გუტიერესი (რასინგი), რამირესი (გოდოი კრუსი), როლე (ოლიმპო); 4 - ა. კასტრო (ატლეტიკო), მატოსი (ოლ ბოისი).

მომდევნო ტური

30 სექტემბერი: ბელგრანო-არხენტინოსი.
1 ოქტომბერი: ბანფილდი-ნიუელსი, ატლეტიკო-ლანუსი, ველესი-სან მარტინი.
2 ოქტომბერი: ოლ ბოისი-ოლიმპო, რასინგი-ინდეპენდიენტე, ბოკა-ტიგრე, კოლონი-ესტუდიანტესი.
3 ოქტომბერი: არსენალი-სანტა ფე, გოდოი კრუსი-სან ლორენსო.

ეს ტური ლიდერთა შავ ტურადაც შეიძლება მოვიხსენიოთ, მანამდე წინ გაჭრილმა შვიდმა გუნდმა დაკარგა ქულები. საოცარი ისაა, რომ ამათგან თითქმის ყველამ (რაფაელას "ატლეტიკოს" გარდა) ფრედ ითამაშა. ლიდერთა პელეტონში დიდად არაფერი შეცვლილა, "ბოკა ხუნიორსი" ისევ 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ერთადერთი, "ბელგრანომ" ისარგებლა ლიდერთა ჯგუფის წაფორხილებით და ახლა თავადაც ამ ჯგუფის წევრია.

ტურის მოვლენები

ხავიერ ტორენტე აღარ არის "ნიუელზ ოლდ ბოისის" თავკაცი. ერთ დროს მარსელო ბიელსას ასისტენტი "გოდოი კრუსთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ გაუშვეს.

თავისთავად, "გოდოი კრუსთან" ფრე სამარცხვინო სულაც არ არის, მაგრამ "ნიუელსს" აგერ უკვე ზედიზედ მეხუთე მატჩია ვერ მოუგია. "კეთროვნებს" სულ ერთი მოგება აქვთ ჩემპიონატში და მათ ხელმძღვანელობას სულაც არ აკმაყოფილებს ის მე-16 ადგილი, რომელიც ახლა გუნდს უკავია, ლეო მესის მშობლიურ გუნდს გაცილებით დიდი ამბიცია აქვს.

კლუბის ხელმძღვანელობას სურს, ამერიკო გალიეგომ გაწვრთნას "ნიუელსი", კანდიდატთა შორისაა პარაგვაის ნაკრების თავკაცი ხერარდო მარტინოც. სანამ სიტუაცია გაირკვევა, "კეთროვნებს" სარეზერვო გუნდის თავკაცი სერხიო ჯოვანიოლი გაწვრთნის. ჩემპიონატში სულ 9 ტური გავიდა და ეს უკვე მე-4 მწვრთნელი შეეწირა ცუდ შედეგებს (მენდესი (ბანფილდი), მოჰამედი (ინდეპენდიენტე) და ტროლიო (არხენტინოსი)).

"ველეს სარსფილდმა", როგორც იქნა, მოიგო - ხუთმატჩიანი სერია შეწყვიტა. სამი ქულა სამ ქულად, მაგრამ "ველესმა" ვერც "ინდეპენდიენტესთან" ითამაშა ხეირიანად. უბრალოდ, მეტოქე უფრო სუსტი იყო, რაც გასაკვირია გუნდში რამონ დიასის მისვლის შემდეგ.

ნესტორ გოროსიტომ "არხენტინოსში" პირველი ქულა მოიპოვა და ეს "ბოკასთან" შეძლო. "ხოჟოებმა" ყველაფერში აჯობეს ლიდერს და, რომ არა ნახევარმცველ რობერტო ბრუმის ცუდი თამაში დამაგვრიგვინებელ ფაზაში (მან ლამის კარის ხაზიდან ააცილა ბურთი "ბოკას" კარს), მოუგებდნენ კიდეც მას.

კიდევ ერთმა ცნობილმა გუნდმა შეიძლება, გაიზიაროს "რივერ პლეიტის" ბედი და გავარდეს ელიტიდან - "სან ლორენსო" საკლასიფიკაციო ცხრილში მე-17 ადგილამდე დაქვეითდა.

ტურის ციფრები
ახალი სეზონისთვის სტანდარტად იქცა მცირეგოლიანობა - ამ ტურში მხოლოდ 21 გოლი გავიდა. ისიც, რომ არა "ბელგრანო" და "ესტუდიანტესი", სტატისტიკა კიდევ უფრო კატასტროფული იქნებოდა. სტუმრები ისევ წინ არიან - 11:10 ამჯერადაც მათ სასარგებლოდ.

მარტინ როლე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც დუბლი შეასრულა. ამით მან "ოლიმპო" მარცხისგან იხსნა (მისი გუნდი 0:2-ს აგებდა "არსენალთან"). როლე ბომბარდირთა დავაში ლიდერებს (5-5 გოლი) დარიო განდინს (ატლეტიკო), ტეო გუტიერესს (რასინგი) და რუბენ რამირესს (გოდოი კრუსი) გაუტოლდა.

ტურის მატჩი
"ესტუდიანტესი" VS "ბელგრანო"

არის ალტერნატივაც - "სან ლორენსო"-"რასინგი" უფრო დაძაბული იყო და მეტი საგოლე მომენტიც შეიქმნა, ბოლობოლო კლასიკო იყო, მაგრამ გოლი, ფეხბურთის მთავარი მშვენება არ გასულა, ლაპლატური და კორდოვული გუნდების მატჩში კი ამის პრობლემა არ ყოფილა.

ტურის გმირი

ფრანკო ვასკესი (ბელგრანო)

"ბელგრანო" და ფრანკო ვასკესი ამ ჩემპიონატის აღმოჩენები არიან. ვასკესი კლასიკური ენგანჩეა (გამთამაშებელი), რომელსაც სულ უფრო ნაკლებად იყენებენ ფეხბურთში, თუმცა ის ახალგაზრდაა სულ რაღაც 22 წლისაა. თუმცა "ბელგრანოს" ფანებს დიდ ხანს აღარ მოუწევთ ვასკესის თამაშით ტკბობა - ფეხბურთელს იტალიურ "პალერმოსთან" აქვს გაფორმებული კონტრაქტი და მალე სიცილიურ კლუბში ჩავა - "ბელგრანო" კი მის სანაცვლოდ 4,5 მილიონ ევროს მიიღებს. ვასკესის თამაში ახალგაზრდა რიკელმეს გვაგონებს.

ტურის ანტიგმირი

აგუსტინ სილვა (ესტუდიანტესი)

23 წლის გოლკიპერი აგუსტინ სილვა სათადარიგოა გუნდში, სწორედ მისი ბრალია "ბელგრანოსთან" მარცხი, სამივე გოლი მის კისერზეა.

ტურის გოლები

ლისანდრო ლოპესი (ოლიმპო), მაურისიო პერეირა (ლანუსი), რომან მარტინესი (ტიგრე).

რივერი ისევ ლიდერია
მოდი, ვნახოთ რა დღეშია "რივერი" - პრიმერადან გავარდნილი გრანდი 15 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, მეორე ადგილზე კი "როსარიოა" 14 ქულით. ბოლო ტურში "რივერ პლეიტმა" "ხიმნასია დე ლა პლატას" მოუგო - 2:0. გოლები მეორე ტაიმში გავიდა (ფუნიეს-მორი და მაურო დიასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული