არგენტინელმა მეკარემ ერთ მატჩში ხუთი პენალტი მოიგერია

AutoSharing Option
არგენტინული კლუბის "ქსკურსიონისტას" მეკარემ მარკოს ფასკანელამ ქვეყნის თასის მატჩში "არხენტინო დე მერლესთან" ფანტასტიკურად ითამაშა. გოლკიპერმა ხუთი პენალტი მოიგერია და თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან თავად გაიტანა.

შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა. ფასკანელამ თამაშის მსვლელობისას ერთი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში მან მეტოქეს კიდევ 4 პენალტის გატანის საშუალება არ მისცა. პენალტების სერია 2:1 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის ორი ზუსტი დარტყმიდან ერთი სწორედ ფასკანელამ შეასრულა.

ფინალური სასტვენის შემდეგ "ექსკურსიონისტას" მეკარემ შეხვედრას თავის კარიერაში საუკეთესო უწოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული