სოკრატესი: ნეტავ ბრაზილიის ნაკრებს გავრდიოლამ უთავკაცოს

AutoSharing Option
ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ სოკრატესმა განაცხადა, რომ ბრაზილიის ნაკრების თავკაცად "ბარსელონას" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას ხილვა სურს.

სოკრატესმა გვარდიოლა თამაშის შემტევი სტილისთვის შეაქო. ამას გარდა, ვეტერანი მიიჩნევს, რომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს.

"ბრაზილიის ნაკრებთან მუშაობა ხოსეპ გვარდიოლას ან იოჰან კრუიფს შეუძლიათ. გვარდიოლა მამაცია. ვინ თამაშობს "ბარსელონას" დაცვაში? მათ დაცვა არ სჭირდებათ, სიმამაცე სჭირდებათ. ბრაზილიამ საკუთარ სტილზე უარი თქვა და ეს ყველაზე დიდი სისულელეა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა.

ვფიქრობ, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი
უნდა ავირჩიოთ. ხმის უფლება ყველამ უნდა მიიღოს - მოთამაშეებმა, კლუბებმა, გულშემატკივრებმა. მე ზიკოს ავირჩევდი", - განაცხადა 57 წლის სოკრატესმა.

მომზადებულია Lancenet-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული