აგუერო არგენტინის ნაკრებს ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ფორვარდი სერხიო აგუერო 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრებს ჩილესა და ვენესუელას წინააღმდეგ გამოტოვებს.

"ალბათ ვერ შევძლებ ნაკრებს დავეხმარო. ექიმებმა მითხრეს, რომ სერიოზული ტრავმა მაქვს.

ძალიან ვწუხვარ ასეთ პერიოდში ტრავმა რომ მივიღე. "მანჩესტერ სიტის" კარგად შევეწყვე, მაგრამ ტრავმამ მწყობრიდან ამომაგდო. ასევე ძალიან მინდოდა ნაკრებს დავხმარებოდი. ვენესუელასთან შეხვედრაში მინდოდა თამაში, თუმცა ექიმებმა აღარ გარისკეს და მოედანზე გამოსვლა ამიკრძალეს", - განაცხადა აგუერომ.

მომზადებულია EFE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული