მესი: ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ნაკრების გამარჯვებაა

AutoSharing Option
არგენტინეს ნაკრების თავდამსხმელს ლიონელ მესის ჩილეს ეროვნულ გუნდთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩის შემდეგ საქმე გასახარად მართლაც რომ ჰქონდა. "ალბისელესტემ" 4:1 გაიმარჯვა, თავად მესიმ კი გოლი შეაგდო.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე, რადგან კარგა ხანია, ეროვნული გუნდის მაისურით ოფიციალურ მატჩში არ გამიტანია. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენმა ნაკრებმა გაიმარჯვა.

ვიცოდით, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა და იოლი თამაში არ გველოდა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მხურვალედ გვიჭერდნენ", - განაცხადა მესიმ თამაშის შემდეგ.

მომზადებულია Ole-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული