"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე, რადგან კარგა ხანია, ეროვნული გუნდის მაისურით ოფიციალურ მატჩში არ გამიტანია. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენმა ნაკრებმა გაიმარჯვა.
ვიცოდით, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა და იოლი თამაში არ გველოდა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მხურვალედ გვიჭერდნენ", - განაცხადა მესიმ თამაშის შემდეგ.
მომზადებულია Ole-ს მიხედვით