სეზარი ბრაზილიის ნაკრებს გამოაკლდა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრებისა და "ინტერის" გოლკიპერმა ჟულიო სეზარმა კოსტა-რიკის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მატჩის დასრულებამდე 16 წუთით ადრე შეცვალეს.

როგორც გაირკვა, ფეხბურთელს მარცხენა თეძოს კუნთის დაზიანება აქვს.

ბრაზილიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა არ გაერისკა მეკარის ჯანმრთელობით და სეზარი მილანურ კლუბში გაუშვა.

ბრაზილიისა და მექსიკის ამხანაგურ მატჩში, ყვითლების კარის დარაჯი ჯეფერსონი იქნება. აღნიშნული შეხვედრა 11 ოქტომბერს გაიმართება.

მომზადებულია Terra Esportes-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული