როგორც გაირკვა, ფეხბურთელს მარცხენა თეძოს კუნთის დაზიანება აქვს.
ბრაზილიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა არ გაერისკა მეკარის ჯანმრთელობით და სეზარი მილანურ კლუბში გაუშვა.
ბრაზილიისა და მექსიკის ამხანაგურ მატჩში, ყვითლების კარის დარაჯი ჯეფერსონი იქნება. აღნიშნული შეხვედრა 11 ოქტომბერს გაიმართება.
მომზადებულია Terra Esportes-ის მიხედვით