გადამწყვეტი მატჩის ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ფაბიან დე ლა მორამ გაიტანა და "ჩივასს" თასის მოპოვების შანსი დაუბრუნა, მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევარში რაფაელ სობისმა, ლეანდრუმ და ჯულიანუმ მექსიკელებს სამჯერ გაუტანეს, რასაც სტუმრებმა ომარ ბრავოს
პორტუ ალეგრის "ინტერნასიონალმა" ლიბერტადორესის თასი თავისი არსებობის ისტორიაში მეორედ მოიპოვა და დეკემბერში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თავისი კონფედერაციის წარმომადგენელი იქნება. ეს ფინალამდეც იყო ცნობილი, რაკი "ჩივასს" სამხრეთ ამერიკის წარდგენის უფლება არ აქვს – მექსიკური კლუბები ლიბერტადორესის თასზე მოწვეული სტუმრების სტატუსით სარგებლობენ.
და კიდევ - "ინტერნასიონალის" კაპიტან ბოლივარს უზარმაზარი თასი ფეხბურთის მეფე პელკემ გადასცა...
ინტერნასიონალი (ბრაზილია) – ჩივასი (მექსიკა) 3:2
ინტერნასიონალი: რენანი – ნეი, ბოლივარი, ინდიუ, კლებერი – გიმარაეშ კორდეირუ, გინიასუ – ტინგა (84. ვილსონი), დ"ალესანდრო, ტაისონი (66. ჯულიანუ) – სობისი (69. ლეანდრუ).
ჩივასი: მიჩელი – მაგალიონი, დე ლუნა, რეინოსო, პონსე (79. ესკალანტე) – ბაუტისტა, ბაესი (82. ვასკესი), არაუხო, დე ლა მორა – არელიანო, ბრავო.
გოლები: 0:1 დე ლა მორა (43), 1:1 სობისი (62), 2:1 ლეანდრუ (76), 3:1 ჯულიანუ (90), 3:2 ბრავო (90)