ალეხანდრო საბელის ფეხბურთელებმა გასვლითი მატჩი 0:1 დათმეს.
"ამ შეხვედრაში ბურთს ვერ ვიჭერდით და ჩვენი ამოცანა ამანაც გაართულა. არადა, თამაშის დებიუტში კარგად ვმოქმედებდით და გატანა შეგვეძლო.
არგენტინის ნაკრების მოთამაშეებმა იცოდნენ, რომ გასვლითი მატჩი იოლი გასეირნება არ იქნებოდა და წაგება არ სურდათ. ვფიქრობ, რომ საშინაო მატჩები ძალიან კარგად უნდა ჩავატაროთ", - განაცხადა მესიმ.
მომზადებულია Ole-ს მიხედვით