ფანებმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი სცემეს

AutoSharing Option
ვიდეო
ბრაზილიის პოლიცია იუწყება, რომ "პალმეირასის" ფანები გუნდის ფეხბურთელს თავს დაესხნენ.

როგორც გაირკვა, საყვარელი გუნდის შედეგით განაწყენებულებმა გულშემატკივრებმა მთელი რისხვა ერთ-ერთ ფეხბურთელს დაატეხეს.

ეს ფეხბურთელი "პალმეირასის" ჰავბეკი ჟოაუ ვიტორი აღმოჩნდა. ფეხბურთელი, ცემის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ "პალმეირასი" ადგილობრივ ჩემპიონატში მეცხრე ადგილს იკავებს.

მომზადებულია AP-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული