არგენტინა ისევ გაშტერდა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებმა შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ ისევ უგერგილოდ ითამაშა - მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩში ისტორიაში პირველად წააგო ვენესუელასთან - 0:1. გოლის ავტორს არ იკითხავთ? 26 წლის ბასკი მცველი ფერნანდო ამორებიეტაა.

რა ქარმა გადაისროლა ვენესუელაში? საქმე იმაშია, რომ ამორებიეტა ვენესუელაშია დაბადებული და როცა ბილბაოს "ატლეტიკის" მცველს ესპანეთის ნაკრებში თამაშის იმედი გაუცრუვდა, ვენესუელელთა წინადადებას დათანხმდა. ეს მისი მეორე თამაში იყო ნაკრებში და არანგოს კუთხურს თავი ოსტატურად დაუხვედრა.

აღსანიშნავია, რომ არგენტინა მხოლოდ პირველ ტაიმში სჯობდა მეტოქეს, როცა მესიმ ერთი-ორჯერ შორი დისტანციიდან მოსინჯა ვეგას სიფხიზლე. რაც
გოლი გაუშვა, არგენტინამ შეტევაში ვერაფერი შექმნა და დამსახურებულად წააგო.

ჩილეს ნაკრებმა 4:2 მოუგო პერუს, პარაგვაი შინ ორტისმა იხსნა ურუგვაისთან მატჩში მარცხისგან. კოლუმბიის ნაკრებს კი მთიან ბოლივიაში რადამელ ფალკაომ მოაგებინა, მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი - 2:1.

ვენესუელა-არგენტინა 1:0
ვენესუელა: ვეგა, ვისკარონდო, ამორებიეტა, როსალესი, სიჩერო, ს. გონსალესი (83. ხ. ალვარესი), ლუსენა, არანგო, რინკონი, მიჩუ (89. მორენო), რონდონი (76. ფელტშერი).
არგენტინა: ანდუხარი, ბურდისო, დემიკელისი, საბალეტა (66. ბანეგა), ოტამენდი, როხო, მასკერანო, სოსა (75. პალასიო), დი მარია (84. პასტორე), მესი, იგუაინი.
გოლი: 1:0 ამორებიეტა (61)

ჩილე-პერუ 4:2
ჩილე: ბრავო, მ. გონსალესი, ხარა, ისლა, პონსე, ვალდივია (91. კარმონა), ვიდალი, მედელი, ბოსეჟური, სუასო (73. პარედესი), ე. ვარგასი (85. ფერნანდესი).
პერუL: ფერნანდესი, აკასიეტე (86. ჩიროკე), ა. როდრიგესი, ბალბინი (46. ლობატონი), რევორედო, ხ. ვარგასი, კრუსადო, იოტუნი (46. გისასოლა), გერერო, პისარო, ფარფანი.
გოლები: 1:0 პონსე (2), 2:0 ე. ვარგასი (18), 3:0 მედელი (48), 3:1 პისარო (49), 3:2 ფარფანი (60), 4:2 სუასო (64-პენ)

პარაგვაი-ურუგვაი 1:1
პარაგვაი: დ. ბარეტო, და სილვა, ვერონი, ბონეტი (80. ე. პერესი), ე. ბარეტო, რივეროსი, ესტიგარიბია, კასერესი (78. სანტა კრუსი), ორტისი, ვალდესი, კარდოსო (69. კაბალიერო).
ურუგვაი: მუსლერა, ლუგანო, მ. პერეირა, კასერესი, გოდინი, ა. პერეირა (66. ა. გონსალესი), დ. პერესი (59. ეგურენი), არევალო, სუარესი, ფორლანი (84. კ. როდრიგესი), კავანი.
გოლები: 0:1 ფორლანი (68), 1:1 ორტისი (93)

ბოლივია-კოლუმბია 1:2
ბოლივია: ვაკა, რალდესი, ლ. ალვარესი (77. ჩავესი), ლ. გუტიერესი (71. კამპოსი), რივერო, ფლორესი, რობლესი, კარდოსო, მარტინსი (72. ანდავერისი), არსე, ესკობარი.
კოლუმბია: ოსპინა, პერეა, სუნიგა, მოსკერა, არმერო, აგილარი, სანჩესი, გუარინი (71. ჩარა), ხ. როდრიგესი, ტ. გუტიერესი (79. ფალკაო), პაბონი (62. მორენო).
გოლები: 0:1 პაბონი (48), 1:1 ფლორესი (85), 1:2 ფალკაო (92)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ურუგვაი 2 1 1 0 5-3 4
2. არგენტინა 2 1 0 1 4-2 3
3. ეკვადორი 1 1 0 0 2-0 3
4. კოლუმბია 1 1 0 0 2-1 3
5. პერუ 2 1 0 1 4-4 3
6. ჩილე 2 1 0 1 5-6 3
7. ვენესუელა 2 1 0 1 1-2 3
8. პარაგვაი 2 0 1 1 1-3 1
9. ბოლივია 2 0 0 2 3-6 0

ბომბარდირები: 3 - იგუაინი (არგენტინა); 2 - გერერო (პერუ), ლუგანო (ურუგვაი).

მომდევნო ტური
11 ნოემბერი: არგენტინა-ბოლივია, პარაგვაი-ეკვადორი, ურუგვაი-ჩილე, კოლუმბია-ვენესუელა.

ამხანაგური მატჩი
მექსიკა-ბრაზილია 1:2
გოლები: 1:0 დავიდ ლუიზი (10 ს.კ.), 1:1 რონალდინიო (79), 1:2 მარსელო (83)

მექსიკაში ამხანაგური მატჩი დრამატულად განვითარდა, ჯერ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, დავიდ ლუიზმა მარჯვენა ფრთიდან ჩამოწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. შემდეგ ბრაზილიელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ მეკარე ჟეფერსონმა იყოჩაღა. მეორე ტაიმში ჯერ რონალდინიომ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა, შემდეგ კი მარსელომ უბრალოდ სუპერგოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული