რომარიო: ფიფა უნდა მოვაჯინოთ

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, დღეს კი კონგრესმენი რომარიო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის წინ ფიფას ბრაზილიურ ფეხბურთზე გავლენით შეშფოთებულია.

ბრაზილიის კანონების თანახმად, სტუდენტებს და პენსიონერებს უფლება აქვთ ფეხბურთის ბილეთები ნახევარ ფასად შეიძინონ. ასეთი გულუხვობა ფიფას წესებში არ შედის და მსოფლიოს პირველობის დროს ფასდაკლებების გაუქმებას აპირებენ.

"თუ ფიფას ადგილზე არ მოვაჯენთ, მალე ამ ორგანიზაციას ბრაზილიაში მეტი ძალაუფლება ექნება ვიდრე ჩვენს პრეზიდენტს", - განაცხადა რომარიომ.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული