ბატისტას მარადონასგან 3450 ევრო სურს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი სერხიო ბატისტა აპირებს ნაკრებში ყოფილ პარტნიორს და "ალბისელესტეში" თავის წინამორბედს დიეგო მარადონას უჩივლოს.

სექტემბერში მარადონამ, რომელიც ამჟამად გაერთიანებული არაბეთის ემირატების კლუბ "ალ ვასლის" უდგას სათავეში, განაცხადა, რომ ბატისტა მოთამაშეებს ნაკრებში ადგილის სანაცვლოდ ფულს სძალავდა.

თავად ბატისტა მსგავს ბრალდებებს უარყოფს და მზადაა მარადონას სასამართლოში უჩივლოს. ბატისტა მარადონასგან მორალური ზიანის კომპენსაციის სანაცვლოდ 20 ათას პესოს ( 3450 ევრო) ითხოვს.

მომზადებულია L'Equipe-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული