სექტემბერში მარადონამ, რომელიც ამჟამად გაერთიანებული არაბეთის ემირატების კლუბ "ალ ვასლის" უდგას სათავეში, განაცხადა, რომ ბატისტა მოთამაშეებს ნაკრებში ადგილის სანაცვლოდ ფულს სძალავდა.
თავად ბატისტა მსგავს ბრალდებებს უარყოფს და მზადაა მარადონას სასამართლოში უჩივლოს. ბატისტა მარადონასგან მორალური ზიანის კომპენსაციის სანაცვლოდ 20 ათას პესოს ( 3450 ევრო) ითხოვს.
მომზადებულია L'Equipe-ის მიხედვით