ხულიო გრონდონა: მზად ვარ, მარადონა დავაბრუნო

AutoSharing Option
არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა ხილიო გრონდონამ განაცხადა, სულაც არ ვნანობ, თავის დროზე დიეგო მარადონა ნაკრების თავკაცად რომ დავნიშნეო.

ამასთან, არგენტინული ფეხბურთის მმართველი მარადონას სამწვრთნელო შტაბის დანარჩენ წევრებზე სულ სხვა აზრისაა.

"მზად ვარ, მარადონა "ალბისელესტეს" მთავარ მწვრთნელად კვლავ დავნიშნო. მაგრამ მისი ასისტენტების გახსენებაც არ მსურს. რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმ აზრს, რომ მწვრთნელს აქვს უფლება, თანაშემწეები თავად აირჩიოს, მაგრამ მისი გადაწყვეტილება სხვა პასუხისმგებელი პირების აზრთანაც უნდა იყოს შეთანხმებული", - განაცხადა გრონდონამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული