ამასთან, არგენტინული ფეხბურთის მმართველი მარადონას სამწვრთნელო შტაბის დანარჩენ წევრებზე სულ სხვა აზრისაა.
"მზად ვარ, მარადონა "ალბისელესტეს" მთავარ მწვრთნელად კვლავ დავნიშნო. მაგრამ მისი ასისტენტების გახსენებაც არ მსურს. რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმ აზრს, რომ მწვრთნელს აქვს უფლება, თანაშემწეები თავად აირჩიოს, მაგრამ მისი გადაწყვეტილება სხვა პასუხისმგებელი პირების აზრთანაც უნდა იყოს შეთანხმებული", - განაცხადა გრონდონამ.