"პირველ რიგში, მინდა ეს წელი მაჟორულ ნოტზე დავასრულოთ, შემდეგ კი ალბათ, ბუცებს ლურსმანზე ჩამოვკიდებ. ჩემი კარიერა დასასრულს უახლოვდება და ამას ძალიან კარგად ვაცნობიერებ", - განუცხადა რონალდომ "გლობოს".
მან იქვე ისიც თქვა, რომ ფეხბურთიდან წასვლას ჩუმად, გამოსათხოვარი მატჩისა და სხვა პომპეზური ღონისძიებების გარეშე აპირებს. 33 წლის რონალდოს "კორინტიანსის" შემადგენლობაში ბოლო სამი თვის განმავლობაში არ უთამაშია, რისი მიზეზიც ტრავმა და ჭარბ წონასთან დაკავშირებული პრობლემებია.