მესი: ძლიერ ემოციებს განვიცდი, როდესაც დროშებზე მარადონას და ჩე გევარას ვხედავ

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ თავისი ქვეყანა ძალიან უყვარს და "ალბისელესტეს" შემადგენლობაში სიხარულით გამოდის.

აღსანიშნავია, რომ ბევრი წერდა და ლაპარაკობდა, "ბარსელონას" ფორვარდი ეროვნულ გუნდში სათანადო ენთუზიაზმით არ თამაშობდა.

"ჩემზე ბევრ რამეს ამბობდნენ, მაგრამ ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. მსოფლიოსთვის საჩვენებელი და დასამტკიცებელი არაფერი მაქვს. კარგად ვიცი, რას ვგრძნობ და სად ვიმყოფები. ამიტომ ნაკლებად მაღელვებს, რას ამბობენ ჩემზე.

ყოველთვის ძლიერ ემოციებს განვიცდი, როდესაც გულშემატკივრების მაისურებსა და დროშებზე მარადონას ან ჩე გევარას ვხედავ", - თქვა მესიმ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული