აღსანიშნავია, რომ ბევრი წერდა და ლაპარაკობდა, "ბარსელონას" ფორვარდი ეროვნულ გუნდში სათანადო ენთუზიაზმით არ თამაშობდა.
"ჩემზე ბევრ რამეს ამბობდნენ, მაგრამ ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. მსოფლიოსთვის საჩვენებელი და დასამტკიცებელი არაფერი მაქვს. კარგად ვიცი, რას ვგრძნობ და სად ვიმყოფები. ამიტომ ნაკლებად მაღელვებს, რას ამბობენ ჩემზე.
ყოველთვის ძლიერ ემოციებს განვიცდი, როდესაც გულშემატკივრების მაისურებსა და დროშებზე მარადონას ან ჩე გევარას ვხედავ", - თქვა მესიმ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით