"ფეხბურთელი მეც ვიყავი და შემიძლია ვთქვა, რომ არბიტრებმა ისეთი ნიჭიერი მოთამაშე, როგორიც ნეიმარია, უნდა დაიცვან. მის წინააღმდეგ მოთამაშეთა მიმართ ნაკლებად შემწყნარებლები უნდა იყვნენ. წესების დამრღვევთაგან ბევრი არამხოლოდ ყვითელ ბარათს, არამედ გაძევებასაც იმსახურებს", - განაცხადა რონალდომ.
ნეიმარის შეძენას მადრიდის "რეალი" აპირებს. მედიის ზოგიერთი ესპანური და ბრაზილიური საშუალება იუწყება, რომ ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "სამეფო კლუბში" გადავა.
მომზადებულია AS-ის მიხედვით