"ბოკა"-"რივერი" მაინც იქნება

AutoSharing Option
არგენტინული სუპერკლასიკო იანვარში მაინც გაიმართება, თანაც ორ მატჩად. მოგეხსენებათ, რომ პრიმერადან "რივერ პლეიტის" გავარდნის გამო სუპერკლასიკო ქვეყნის პირველობის რანგში არ ტარდება, "ბოკა ხუნიორსი" ელიტაში თამაშობს, ხოლო "რივერი" იქ დასაბრუნებლად იბრძვის.

სუპერკლასიკო ტრადიციული ამხანაგური ტურნირის, "ტორნეო დე ვერანოს" ეგიდით ჩატარდება. ეს დაპირისპირება ჩაშლის პირას იყო, რადგან ტრიბუნებზე და მათ გარეთაც არეულობის საფრთხე ძალიან მაღალია. საბოლოოდ ტურნირის ორგანიზატორებმა თავისი გაიტანეს და დიდი დაპირისპირება მაინც იქნება.

პირველი მატჩი 28 იანვარს ჩაკოს პროვინციაში ახალთახალ "სენტენარიოზე" (რომელიც 25 ათას გულშემატკივარს იტევს) გაიმართება. მეორე მატჩი რომელ
ქალაქში გაიმართება, ჯერ უცნობია. შეიძლება, ეს არგენტინული ქალაქიც არ იყოს და გუნდებმა მაიაიმიში ითამაშონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული