მარადონა: ტევესი მეცოდება

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ამჟამად "ალ ვასლის" თავკაცმა დიეგო მარადონამ კარლოს ტევესს თანაგრძნობა გამოუცხადა.

როგორც იცით, ტევესს "ბაიერნთან" შეცვლაზე გამოსვლაზე უარის თქმის გამო "მანჩესტერ სიტის" თავკაცი რობერტო მანჩინი დაუპირისპირდა.

"მოთამაშე თავად ვიყავი და ტევესის ამბავმა შემძრა. თუ მათ მისი დაჯარიმება უნდათ - კარგია, მაგრამ ფეხბურთს ნუ ჩამოაშორებენ. ეს ყველაზე უარესი რამ არის, რაც შეიძლება მოთამაშეს გადახდეს", - განაცხადა მარადონამ.

მომზადებულია Sport 360-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული