როგორც იცით, ტევესს "ბაიერნთან" შეცვლაზე გამოსვლაზე უარის თქმის გამო "მანჩესტერ სიტის" თავკაცი რობერტო მანჩინი დაუპირისპირდა.
"მოთამაშე თავად ვიყავი და ტევესის ამბავმა შემძრა. თუ მათ მისი დაჯარიმება უნდათ - კარგია, მაგრამ ფეხბურთს ნუ ჩამოაშორებენ. ეს ყველაზე უარესი რამ არის, რაც შეიძლება მოთამაშეს გადახდეს", - განაცხადა მარადონამ.
მომზადებულია Sport 360-ის მიხედვით