არბიტრმა ფეხბურთელს "მაიმუნი" უწოდა

AutoSharing Option
"სან-პაულუს" ფერადკანიანმა მცველმა ჟუან ჟუნიორმა, რომელიც კოპა სუდამერიკანას ტურნირში "ლიბერტადთან" შეხვედრაში მოედნიდან არბიტრმა ვილმარ როლდანომ გააძევა, განაცხადა, რომ მსაჯმა მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.

"როცა მსაჯი წითელ ბარათს მაჩვენებდა, მითხრა - გაეთრიე მოედნიდან, შე მაიმუნოო!. საბოლოოდ მოედანი დამცირებულმა დავტოვე. ასეთი არბიტრები მატჩებს არ უნდა სჯიდნენ", - განაცხადა ჟუნიორმა.

აღნიშნული შეხვედრა "ლიბერტადის" გამარჯვებით 2:0 დასრულდა. პირველი გოლი მასპინძლებმა პენალტით გაიტანეს.

მომზადეულია TV Globo-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული