მორიგი კოლუმბიელი "პორტუში"

AutoSharing Option
კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელი ტეოფილო გუტიერესი იანვარში შეიძლება "პორტუში" აღმოჩნდეს.

"დრაკონებს" ფეხბურთელის მიმართ ინტერესი დიდი ხანია ჰქონდათ, მაგრამ ზაფხულში თავდასხმა მხოლოდ ბრაზილიელი კლებერით გააძლიერეს. მათ მოგვიანებით "ატლეტიკოში" რადამელ ფალკაო გაყიდეს, რამაც გუნდის შემტევი პოტენციალი საგრძნობლად შეასუსტა.

სწორედ ამის გამო დაუბრუნდნენ ისინი 26 წლის თავდამსხმელის კანდიდატურას. არგენტინული პრესა წერს, რომ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ტეოფილოს შეძენა "ნაპოლის", "ფიორენტინას", "ინტერს" და "ბოკა ხუნიორსსაც" სურთ, თუმცა "პორტუ" ლოგიკურად მიიჩნევა ფავორიტად ამ ბრძოლაში, რადგან ამ გუნდში გუტიერესის ორი მეგობარი ფრედი გუარინი და ამეს როდრიგესი ირიცხება.

ბუნებრივია,
მათ შეუძლიათ თავდამსხმელს ევროპასთან ადაპტაცია გაუადვილონ. აველიანედის "რასინგის" ხელმძღვანელობა ტეოფილოს ალბათ სიამოვნებით გაყიდის, რადგან მასა და გუნდის მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს ბოლო ხანს ურთიერთობა ერთობ დაეძაბათ.

ბოკადან ბენფიკაში
"ბოკა ხუნიორსის" 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ნიკოლას კოლასომ იანვარში შესაძლოა თავი "ბენფიკაში" ამოყოს. არგენტინული პრესა წერს, რომ "არწივების" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ბუენოს აირესში და მათთან მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი უკვე გამართეს.

გაზეთები გარიგების დეტალებზე ჯერ ვერაფერს წერენ. ფეხბურთელმა წელს "ბოკას" შემადგენლობაში 29 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ზაფხულზე კოლასოს გადაბირების უმთავრეს ფავორიტად ლისაბონის "სპორტინგი" მიიჩნეოდა. "ა ბოლას" ინფორმაციით, უკანასკნელებს თავის განზრახვაზე ხელი ჯერაც არ აუღიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული