კაკა ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი კაკა ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახეს. კაკასთვის ეს ეროვნულ გუნდში 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ პირველი მიწვევაა.

ბრაზილიელთა ნაკრების თავკაცმა მანუ მენეზესმა ნახევარმცველს გაბონთან და ეგვიპტესთან ამხანაგური მატჩების სათამაშოდ უხმო. ბოლო დროს ნახევარმცველი "რეალში" რეგულარულად თამაშობს.

ამნჯერად ნაკრებში არ გამოიძახეს "ფლამენგოში" მოასპარეზე რონალდინიო და ბრაზილიური კლუბების სხვა ფეხბურთელები. ნაკრები მთლიანად ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელებისგან შედგება.

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა გაბონთან და ეგვიპტესთან მატჩებისთვის:
მეკარეები: ნეტო, დიეგო ალვეში.
მცველები: ადრიანო კორეია, დანიელ ალვეში, ალექს სანდრო, დავიდ ლუისი, ფაბიო, მარსელო, ლუიზაო, ტიაგო სილვა.
ნახევარმცველები:
ბრუნო სეზარი, დუდუ, ფერნანდინიო, ვილიანი, ელიასი, ერნანესი, კაკა, ლუკას ლეივა, ლუის გუსტავო, სანდრო.
თავდამსხმელები: ჰალკი, კლებერი, ჯონასი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული