ბრაზილიელთა ნაკრების თავკაცმა მანუ მენეზესმა ნახევარმცველს გაბონთან და ეგვიპტესთან ამხანაგური მატჩების სათამაშოდ უხმო. ბოლო დროს ნახევარმცველი "რეალში" რეგულარულად თამაშობს.
ამნჯერად ნაკრებში არ გამოიძახეს "ფლამენგოში" მოასპარეზე რონალდინიო და ბრაზილიური კლუბების სხვა ფეხბურთელები. ნაკრები მთლიანად ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელებისგან შედგება.
ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა გაბონთან და ეგვიპტესთან მატჩებისთვის:
მეკარეები: ნეტო, დიეგო ალვეში.
მცველები: ადრიანო კორეია, დანიელ ალვეში, ალექს სანდრო, დავიდ ლუისი, ფაბიო, მარსელო, ლუიზაო, ტიაგო სილვა.
თავდამსხმელები: ჰალკი, კლებერი, ჯონასი.