"ბოკა" მეცხრე ცაზე და...

AutoSharing Option
მაშინ, როცა სულ უფრო უახლოვდება "ბოკა ხუნიორსი" პრიმერას 24-ე ტიტულს და ამ დროს, ერთ დროს დიდმა "რივერ პლეიტმა" რანგით დაბალ დივიზიონში შინ წააგო "ალდოსივისთან" (1:2). "რივერმა" უბრალოდ სამარცხვინოდ ითამაშა. გუნდს 23 ქულა აქვს ცხრილში მეორეა.

ტურის მოვლენები
"ბოკა ხუნიორსმა" კონკურენტებს, თუკი ასეთები მას კიდევ შერჩა, კიდევ 3 ქულა მოუგო - შემდეგი ტურები, "ველესთან" და "რასინგთან" ბევრ რამეს გადაწყვეტს, "ბოკას" შეუძლია ტიტული ფაქტობრივად გაინაღდოს... ან დააბრუნოს ინტრიგა ჩემპიონატში. ამ ტურში ჩემპიონობის მაძიებელმა ულაპარაკოდ აჯობა მთავარ კონკურენტს, რაფაელას "ატლეტიკოს" - 3:1.

"სან
ლორენსო"-"ოლ ბოისი" ჩაიშალა, უფრო ზუსტად არც დაწყებულა. ამის მიზეზი კი, ცოტა არ იყოს, უცნაურია - წინა დღით ვარჯიშის მერე, ფანებმა "სან ლორენსოს" ფეხბურთელი, 27 წლის ჯონათან ბოტინელი სცემეს.

ტურის ციფრები
ამ ტურში რამდენიმე სერია გაწყდა: "ბოკამ" ხუთი "მშრალი" ტურის შემდეგ გაუშვა (არადა, ბოლო წუთზე), "ველესმა" ზედიზედ 4 მოგების შემდეგ წააგო, "ლანუსმა" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, "კოლონმა" - 5-მატჩიანი. ჯერჯერობით მყარად "დგას" "ნიუელს ოლდ ბოისი" - ამ გუნდს უკვე 9 ტურია ვერ მოუგია.

ტურში 21 გოლი გავიდა (საშუალოდ 2,33 თამაშში), აქედან მასპინძლებმა 13 გაიტანეს. ზედიზედ მეორე ტურია, დუბლს ასრულებს "ბოკას" 21 წლის ფორვარდი ნიკოლას ბლანდი, ორი გოლი გაიტანა პარაგვაელმა სანტიაგო სალსედომაც, მაგრამ "არხენტინოს ხუნიორსის" 30 წლის შემტევმა ერთი პენალტით გაიტანა.

ტურის მატჩი
ლანუსი ვს გოდოი კრუსი

ორივე გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა, თუმცა "ლანუსი" მაინც უკეთესი იყო.

ტურის გმირი
ნიკოლას ბლანდი (ბოკა)

ვინ ვარდება
20: ტიგრე (კოეფიციენტი - 1,123); 19. სან მარტინი (1,153); 18. ოლიმპო (1,196); 17. ოლ ბოისი (1,260).

შენიშვნა: 2 გუნდი ეგრევე ვარდება, 2 გადათამაშებაში მოხვდება.

არხენტინოსი-ველესი 3:1
გოლები: 1:0 სალსედო (45), 2:0 ს. დომინგესი (55 ს.კ.), 2:1 ფრანკო (63), 3:1 სალსედო (72-პენ)
გაძევება: ბაროვერო (69. ველესი), ტობიო (90. ველესი)

ნიუელსი-ოლიმპო 2:2
გოლები: 1:0 ვერხინი (47-პენ), 2:0 ურუტი (59), 2:1 როლე (62), 2:2 ლუსერო (87)

ინდეპენდიენტე-არსენალი 0:0

ლანუსი-გოდოი კრუსი 2:1
გოლები: 1:0 გოლცი (25), 1:1 პისარო (48 ს.კ.), 2:1 რეგეირო (81)

ბოკა-ატლეტიკო 3:1
გოლები: 1:0 ბლანდი (6), 2:0 ბლანდი (16), 3:0 ჩავესი (86), 3:1 კასტრო (89)

ბელგრანო-კოლონი 0:1
გოლი: 0:1 ფუერტესი (80-პენ)

სანტა ფე-ტიგრე 1:1
გოლები: 0:1 კარასკო (68), 1:1 ავენდანიო (73)
გაძევება: რ. მარტინესი (85. ტიგრე)

ესტუდიანტესი-რასინგი 0:0
გაძევება: ბრანია (31. ესტუდიანტესი), აველდანიო (80. რასინგი)

სან მარტინი-ბანფილდი 2:1
გოლები: 1:0 კარპარი (11), 2:0 პენკო (39-პენ), 2:1 ხ. გომესი (86)

სან ლორენსო-ოლ ბოისი გადაიდო

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბოკა 13 9 4 0 17-3 31
2. ატლეტიკო 13 7 1 5 20-19 22
3. რასინგი 13 4 9 0 10-4 21
4. კოლონი 13 5 6 2 11-9 21
5. ლანუსი 13 5 5 3 15-10 20
6. ბელგრანო 13 5 5 3 13-10 20
7. ველესი 13 6 2 5 14-12 20
8. ტიგრე 13 4 6 3 14-12 18
9. სანტა ფე 13 4 6 3 11-12 18
10. გოდოი კრუსი 13 4 5 4 21-18 17
11. არსენალი 13 4 5 4 14-13 17
12. ინდეპენდიენტე 13 4 3 6 9-13 15
13. სან მარტინი 13 3 6 4 11-12 15
14. სან ლორენსო 12 4 2 6 11-14 14
15. ოლიმპო 13 2 7 4 14-17 13
16. ნიუელსი 13 1 9 3 9-12 12
17. ოლ ბოისი 12 2 6 4 11-17 12
18. არხენტინოსი 13 2 6 5 12-19 12
19. ესტუდიანტესი 13 2 4 7 14-19 10
20. ბანფილდი 13 3 1 9 8-14 10

ბომბარდირები: 9 - რუბენ რამირესი (გოდოი კრუსი); 6 - დარიო განდინი (ატლეტიკო), მარტინ როლე (ოლიმპო); 5 - ალექსის კასტრო (ატლეტიკო), ტეოფილო გუტიერესი (რასინგი), მაურო მატოსი (ოლ ბოისი).

მომდევნო ტური

4 ნოემბერი: ოლ ბოისი-ინდეპენდიენტე, ატლეტიკო-ბელგრანო, ოლიმპო-სან ლორენსო.
5 ნოემბერი: ტიგრე-კოლონი, გოდოი კრუსი-ესტუდიანტესი, რასინგი-არხენტინოსი.
6 ნოემბერი: ბანფილდი-ლანუსი, სანტა ფე-ნიუელსი, ველესი-ბოკა, არსენალი-სან მარტინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული