მექსიკურმა კლუბმა ბექჰემს თვეში მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზა

AutoSharing Option
The Daily Mail-ის ცნობით, მექსიკური საფეხბურთო კლუბი "ტიხუანა" ინგლისის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს დევიდ ბექჰემს თვეში ხელფასის სახით მილიონ ფუნტ სტერლინგს და პირად თვითმფრინავს სთავაზობს, მატჩებზე ჩამოსასვლელად.

თუ ფეხბურთელი აღნიშნულ პირობებს დათანხმდება, მას სამხრეთამერიკულ ფეხბურთში ყველაზე მაღალი ხელფასი ექნება.

Soccerway-ს ინფორმაციით კი საუბარი მიდის მილიონ ევროზე. გარდა ამისა, მექსიკური კლუბი მზადაა ინგლისელს კალიფორნიაში სამ მილიონ ევროდ სახლიც უყიდოს.

ამჟამად 36 წლის ფეხბურთელი ამერიკულ კლუბ "ლოს-ანჯელეს გელაქსში" გამოდის. 20 ნოემბერს ის მლს-ის თასის ფინალში ითამაშებს, რის შემდეგაც ბექჰემს თავისუფალი აგენტის სტატუსი ენიჭება.

ნახევარმცველის გადაბირების მთავარ პრეტენდენტად ფრანგული პსჟ ითვლება. პრესაში ასევე წერენ, რომ დევიდის შეძენა ლონდონის "ტოტენჰემსაც" სურს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული