ხუთი ჩილელი ფეხბურთელი ნაკრებიდან სიმთვრალის გამო გააგდეს

AutoSharing Option
ჩილეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო ბორგიმ ხუთი მოთამაშე, რომლებიც ვარჯიშზე 45 წუთის დაგვიანებით და მთვრალები მივიდნენ, გუნდიდან გარიცხა.

ნაკრებიდან არტურო ვიდალი, ხორხე ვადივია, კარლოს კარმონა, ჟოან ბოსეჟური და გონსალო ხარა გარიცხეს.

მწვრთნელის თქმით, ეს ხუთი ფეხბურთელი ნაკრებს დიდად არ დააკლდება. ამ ხუთეულიდან ძირითადი შემადგენლობის წევრი მხოლოდ ვიდალი და ვალდევილია იყვნენ.

11 ნოემბერს ჩილეს ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს ურუგვაის ნაკრებთან გამართავს. 15 ნოემბერს კი პარაგვაის მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული