ნაკრებიდან არტურო ვიდალი, ხორხე ვადივია, კარლოს კარმონა, ჟოან ბოსეჟური და გონსალო ხარა გარიცხეს.
მწვრთნელის თქმით, ეს ხუთი ფეხბურთელი ნაკრებს დიდად არ დააკლდება. ამ ხუთეულიდან ძირითადი შემადგენლობის წევრი მხოლოდ ვიდალი და ვალდევილია იყვნენ.
11 ნოემბერს ჩილეს ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს ურუგვაის ნაკრებთან გამართავს. 15 ნოემბერს კი პარაგვაის მიიღებს.