"ბოკას" შეეძლო ყველაფერი დაემთავრებინა

AutoSharing Option
აპერტურას მე-14 ტურში ბევრი საინტერესო რამ მოხდა, რომელთაც ქვემოთ გაგაცნობთ.

ტურის მოვლენები
მიგელ ანხელ რუსომ "ესტუდიანტესის" ხელმძღვანელობების იმედები ვერ გაამართლა და "გოდოი კრუსთან" დამარცხების შემდეგ თანამდებობიდან გაუშვა. რუსოს, რომელსაც ეროვნული პირველობაც მოუგია და ლიბერტადორესის თასიც, საშინელი წელიწადი დაუდგა - 2011-ში უკვე მეორედ მოხსნეს. პირველად ის "რასინგმა" გააგდო. რუსოს სურდა დაემტკიცებინა, რომ ეს შეცდომა იყო, მაგრამ "ესტუდიანტესშიც" ჩაფლავდა, მან "სტუდენტები" კრიზისიდან ვერ გამოიყვანა.

"ბოკას" ჰანდიკაპი მდევრებთან ცოტათი შემცირდა. არადა, როლანდო სკიავის პენალტი რომ გაეტანა "ველეს სარსფილდის" კარში, გუნდი ფაქტობრივად გადაწყვეტდა ჩემპიონობის
საკითხს. თუმცა, ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე 8-ქულიანი უპირატესობაც ვეებერთელაა.

ხუთი ფრის შემდეგ, როგორც იქნა, მოიგო "რასინგმა". საოცარია პირდაპირ - გუნდი იშვიათად იგებს, მაგრამ მე-2 ადგილზეა - ერთობ უცნაური აპერტურა გამოდგა. "არხენტინოს ხუნიორსის" კარში ერთადერთი გოლი ჯოვანი მორენომ თავით გაიტანა.

კლასიკო დელ სური ვერ გამოდგა ისეთი კარგი, როგორსაც ელოდნენ - "ბანფილდი" ცუდ ფორმაშია და "ლანუსთან" ვერას გახდა, არადა სამხრეთული კლასიკო ზედიზედ ოთხი თამაშია, არ წაეგო.

"სანტა ფეს" მეკარე ენრიკე ბოლონია, რომელიც სხვათა შორის, დიდი ვერაფერი გოლკიპერია, სეზონში მეორედ გახდა გოლის ავტორი. პირველად (რასინგთან) მან თავისსავე გაცუდებულ თერთმეტმეტრიანს დაამატა, ახლა კი პენალტი უნაკლოდ დაარტყა.

ტურის ციფრები
22 გოლი ტურში დიდი ვერაფერი მაჩვენებელია, თუმცა წლეულს არგენტინის ჩემპიონატი გოლებით არ გვანებივრებს. 14:8 სტუმართა სასარგებლოდ.

მაურო მატოსმა (ოლ ბოისი) "ინდეპენდიენტეს" კარში დუბლი შეასრულა.

ტურის მატჩი
ბანფილდი-ლანუსი

ტურის გმირი
ხერმან მონტოია (ველესი)

ხერმანმა პირველი მეკარის სტატუსი გუნდში მას მერე დაკარგა, რაც მარტინ პალერმომ 40 მეტრიდან გაუტანა. მაგრამ წინა ტურში "ველესის" ძირითადი გოლკიპერი მარსელო ბაროვერო გააძევეს. "ბოკასთან" მატჩში მონტოია ბრწყინვალე იყო, როლანდო სკიავის პენალტიც აიღო.

ტურის ტრავმა
უფრო წლის ტრავმა: "სანტა ფესა" და "ნიუელს ოლდ ბოისის" მატჩის 53-ე წუთზე მასპინძელმა მარსელო სარმიენტომ საშინელი ტრავმა მიიღო. ის ფაბიან მუნიოსმა მოჩეხა. თუკი სუსტი გული გაქვთ, ამ ტრავმის ამსახველი კადრები არ ნახოთ.

ტურის გოლი
ივან პერესი (ინდეპენდიენტე)

ვინ ვარდება
20. სან მარტინი - 1,07; 19. ტიგრე - 1,14; 18. ოლიმპო - 1,19; 17. ოლ ბოისი - 1,25

არგენტინა. აპერტურა. XIV ტური
ოლ ბოისი-ინდეპენდიენტე 2:2
გოლები: 0:1 დეფედერიკო (9), 1:1 მატოსი (18), 1:2 ხ. პერესი (53), 2:2 მატოსი (60)

ატლეტიკო-ბელგრანო 0:0
გაძევება: რ. როდრიგესი (61. ბელგრანო)

ოლიმპო-სან ლორენსო 1:1
გოლები: 0:1 კალინსკი (3), 1:1 ფურხი (73)
გაძევება: სალგეირო (31. სან ლორენსო)

ტიგრე-კოლონი 2:1
გოლები: 1:0 ლუნა (36), 2:0 კარასკო (73), 2:1 მორენო ი ფაბიანესი (74)

გოდოი კრუსი-ესტუდიანტესი 3:1
გოლები: 1:0 როხასი (4), 2:0 რ. რამირესი (16), 2:1 კურბელო (45 ს.კ.), 3:1 კუპერი (77)
გაძევება: ლ. ბენიტესი (90. ესტუდიანტესი)

რასინგი-არხენტინოსი 1:0
გოლი: 1:0 მორენო (54)

ბანფილდი-ლანუსი 1:2
გოლები: 1:0 გოლცი (6 ს.კ.), 1:1 პავონე (26), 1:2 ისკიერდოსი (35)
გაძევება: დელფინო (90. ბანფილდი)

სანტა ფე-ნიუელსი 2:1
გოლები: 1:0 ბარალესი (48),1:1 ტონსო (76), 2:1 ბოლონია (87)
გაძევება: ვილიალბა (45. ნიუელსი), მუნიოსი (53. ნიუელსი), ფერაკუტი (85. ნიუელსი)

ველესი-ბოკა 0:0

არსენალი-სან მარტინი 2:0
გოლები: 1:0 სელაია (2), 2:0 კაფა (52-პენ)
გაძევება: ნუნიესი (68. სან მარტინი)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბოკა 14 9 5 0 17-3 32
2. რასინგი 14 5 9 0 11-4 24
3. ლანუსი 14 6 5 3 17-11 23
4. ატლეტიკო 14 7 2 5 20-19 23
5. ტიგრე 14 5 6 3 16-13 21
6. ბელგრანო 14 5 6 3 13-10 21
7. ველესი 14 6 3 5 14-12 21
8. კოლონი 14 5 6 3 12-11 21
9. სანტა ფე 14 5 6 3 13-13 21
10. გოდოი კრუსი 14 5 5 4 24-19 20
11. არსენალი 14 5 5 4 16-13 20
12. ინდეპენდიენტე 14 4 4 6 11-15 16
13. სან ლორენსო 13 4 3 6 12-15 15
14. სან მარტინი 14 3 6 5 11-14 15
15. ოლიმპო 14 2 8 4 15-18 14
16. ოლ ბოისი 13 2 7 4 13-19 13
17. ნიუელსი 14 1 9 4 10-14 12
18. არხენტინოსი 14 2 6 6 12-20 12
19. ესტუდიანტესი 14 2 4 8 15-22 10
20. ბანფილდი 14 3 1 10 9-16 10

ბომბარდირები
: 10 - რ. რამირესი (გოდოი კრუსი); 7 - მატოსი (ოლ ბოისი); 6 - განდინი (ატლეტიკო), როლე (ოლიმპო); 5 - ა. კასტრო (ატლეტიკო), გუტიერესი (რასინგი).

გამოტოვებული მატჩი
12 ნოემბერი: სან ლორენსო-ოლ ბოისი.

მომდევნო ტური
18 ნოემბერი: სან მარტინი-ოლ ბოისი, ნიუელსი-ტიგრე.
19 ნოემბერი: არხენტინოსი-გოდოი კრუსი, ბელგრანო-ველესი, ინდეპენდიენტე-ოლიმპო.
20 ნოემბერი: ბოკა-რასინგი, კოლონი-ატლეტიკო, სან ლორენსო-სანტა ფე.
21 ნოემბერი: ლანუსი-არსენალი, ესტუდიანტესი-ბანფილდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული