აგუერომ შესაძლოა არგენტინის ნაკრების მატჩები გამოტოვოს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა - კუნ აგუერომ ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო.

ფეხბურთელმა ტრავმა ეროვნულ გუნდში ვარჯიშის დროს მიიღო. "მაჩესტერ სიტის" ფორვარდი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბოლივიის ნაკრებთან შეხვედრაში ვერ ითამაშებს. სავარაუდოდ, აგუერო მოედანზე მომდევნო კვირას, კოლუმბიასთან მატჩშიც ვერ გამოვა.

"მანჩესტერ სიტის" ხელმღძვანელობა ამ ინფორმაციამ ძალიან დაამწუხრა, რადგან ტრავმა შესაძლოა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდეს. რობერტო მანჩინის აგუეროს გარდა განკარგულებაში კიდე ორი ფორვარდი ედინ ჯეკო და მარიო ბალოტელი ჰყავს.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული