მესი: ბოლოვიასთან ფრე საწყენია, მაგრამ დემიკელისს მხარდაჭერა სჭირდება

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ბოლივიის ეროვნულ გუნდთან, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპინატის შესარჩევი ციკლის საშინაო მატჩში მიღწეული ფრეს გამო სინანული გამოთქვა.

არგენტინელები მცველის მარტინ დემიკელისის შეცდომამ დააზარალა, შეხვედრა კი ანგარიშით 1:1 დასრულდა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ საშინაო მატჩში 2 ქულა დავკარგეთ, მაგრამ ახლა დემიკელისისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი.

ბოლივიელები გოლის გამტანნი არ იყვნენ და ის არაფრისგან შეიქმნა, თუმცაარ ვეთანხმები ჩვენ გულშემატკივრებს, რომლებმაც მარტინის შეცდომაზე მძაფრი რეაქცია ჰქონდათ. ასეთი რამ ხომ ყველას შეიძლება დაემართოს.

რაც შეეხება მთლიანობაში ჩვენი ნაკრების თამაშს, მან საკადრისი თამაში
მხოლოდ ეპიზოდურად აჩვენა", - განაცხადა მესიმ.

ბუენოს აირესში გამართულ მატჩში სტუმრები 56-ე წუთზე მორენომ დააწინაურა, არგენტინელებმა ანგარიშის გათანაბრება ოთხიოდე წუთში, შეცვლაზე შემოსული ლავესის გოლით კი შეძლეს, თუმცა მეტის გატანა ვეღარ მოახერხეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული