სუარესის დღე - ბრაზილია 2014 შესარჩევი მატჩები

AutoSharing Option
იშვიათად, რომ სანაკრებო მატჩში ერთ ფეხბურთელს ასე კარგად ეთამაშოს - საქმე მხოლოდ ისიც არაა, რომ ლუის სუარესმა ჩილელთა კარში 4 გოლი გაიტანა, თუმცა მეტი რაღა უნდა ექნა - "ლივერპულის" 24 წლის ფორვარდმა უბრალოდ სისხლი გაუშრო მეკარე კლაუდიო ბრავოს, რომ არა "რეალ სოსიედადის" გოლკიპერის სიყოჩაღე, ანგარიში კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.

მონტევიდეოს "სენტენარიოზე" კოპა ამერიკის ჩემპიონმა 4:0 მოუგო ჩილეს და შესარჩევ ციკლში გალიდერდა.

სუარესმა გოლებიც ყველანაირი გულშემატკივრის გემოვნების დასაკმაყოფილებლად გაიტანა, თითო მარჯვენათი და მარცხენათი, ორიც თავით. ის პირველი ურუგვაელია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის
შესარჩევ მატჩში პოკერი შეასრულა.

"სიხარულისგან ვტიროდი, ისეთი ოვაციები მივიღე ტრიბუნებისგან, როცა მოედნიდან გავდიოდი. თამაში ისე განვითარა, რომ ვერც ვიოცნებებდი. ჩემი გოლები? ეს ხომ მთავარი არაა, მთავარია, რომ მოვიგეთ და პირველ ადგილზე ვართ", - განაცხადა ტურის გმირმა შეხვედრის შემდეგ.

9-გუნდიანი ტურნირიდან ბრაზილიის საგზურს 4 მოიპოვებს, ერთი კი ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს. თუ ასე გააგრძელა, არგენტინის ნაკრებს მუნდიალის საგზურის მოპოვება გაუჭირდება. მე-3 ტურში ალეხანდრო საბელიას გუნდმა "რივერ პლეიტის" "ესტადიო მონუმენტალზე" შეცვლაზე შესული ესეკილ ლავეცის გოლის წყალობით გადაარჩინა ქულა ბოლივიასთან.

არადა, ლეო მესიმაც ითამაშა, ხავიერ პასტორემაც და გონსალო იგუაინმაც - სამმა სუპერვარსკვლავმა, რომლებიც ევროპაში სუპერფორმაში არიან. არ იყო მხოლოდ სერხიო აგუერო, რომელსაც ტრავმამ შეუშალა ხელი.

სამხრეთ ამერიკა. III ტური
არგენტინა-ბოლივია 1:1
არგენტინა: რომერო, ბურდისო, დემიკელისი, საბალეტა, კ. როდრიგესი, მასკერანო (82. სოსა), გაგო, პასტორე, რ. ალვარესი (59. ლავეცი), მესი, იგუაინი.
გოლები: 0:1 მარტინსი (56), 1:1 ლავეცი (60)

ურუგვაი-ჩილე 4:0
ურუგვაი: მუსლერა, ლუგანო, კასერესი, გოდინი, ა. პერეირა, დ. პერესი, ა. გონსალესი (70. ეგურენი), არევალო, გ. რამირესი (58. აბრეუ), სუარესი (77. კ. როდრიგესი), კავანი.
გოლები: 1:0 სუარესი (42), 2:0 სუარესი (45), 3:0 სუარესი (68), 4:0 სუარესი (74)

პარაგვაი-ეკვადორი 2:1
გოლები: 1:0 რივეროსი (47), 2:0 დ. ვერონი (57), 2:1 როხასი (90)

კოლუმბია-ვენესუელა 1:1
გოლები: 1:0 გუარინი (11), 1:1 ფელტშერი (79)

პერუ ისვენებდა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ურუგვაი 3 2 1 0 9-3 7
2. არგენტინა 3 1 1 1 5-3 4
3. კოლუმბია 2 1 1 0 3-2 4
4. პარაგვაი 3 1 1 1 3-4 4
5. ვენესუელა 3 1 1 1 2-3 4
6. ეკვადორი 2 1 0 1 3-2 3
7. პერუ 2 1 0 1 4-4 3
8. ჩილე 3 1 0 2 5-10 3
9. ბოლივია 3 0 1 2 4-7 1

ბომბარდირები
5 - ლუის სუარესი (ურუგვაი); 3 - გონსალო იგუაინი (არგენტინა).

მომდევნო ტური
15 ნოემბერი: კოლუმბია-არგენტინა, ეკვადორი-პერუ, ჩილე-პარაგვაი, ვენესუელა-ბოლივია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული