სუარესი იტალიის ნაკრებთან ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"ლივერპულის" და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი ლუის სუარესი, რომელმაც ჩილესთან პოკერი შეასრულა, ურუგვაელებს იტალიასთან ამხანაგურ მატჩში ვერ დაეხმარება. სუარესი სწორედ ჩილესთან შეხვედრაში დაშავდა.

ამის შესახებ ურუგავის ნაკრების თავკაცმა ოსკარ ტაბარესმა განაცხადა.

"სუარესმა ჩილესთან მატჩში მტკივნეული დარტყმა მიიღო და არცთუ საუკეთესო მდგომარეობაშია. მართალია, გაცილებით უკეთაა, მაგრამ მისთვის და მისი კლუბისთვის უმჯობესია, თუ არ გავრისკავთ და ამხანაგურ მატჩში დავასვენებთ", - განაცხადა ტაბარესმა.

მომზადებულია fifa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული