პელე: ერთხელ გასახდელში ბეკენბაუერთან ერთად სამბა ვიცეკვე

AutoSharing Option
ფეხბურთის მეფე პელემ ის დრო გაიხსენა, როდესაც კარიერის მიწურულს ამერიკულ "ნიუ იორკ კოსმოსში" გამოდიოდა.

მაშინ მასთან ერთად გუნდში, ამჟამად მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი თამაშობდა.

"გასახდელში მატჩების წინ ხშირად ვცეკვავდი. ეს თავისებური მოთელვა იყო. ერთხელ მორიგი მატჩის წინ ბეკენბაუერს სამბას ცეკვა შევთავაზე. ის ხომ მოედანზე ისეთი მობილური იყო. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ფრანცი საშინელი მოცეკვავეა", - თქვა პელემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული